წიგნი GA-40-ის შესახებ
„GA-40 ახალი იმუნოთერაპიული და ანტიკანცეროგენული პრეპარატი“
ავტორი – გიორგი ალექსიძე
პროდუქტის დეტალები:
რბილი ყდა: 588 გვერდი გამომცემლობა: გერმანიის აკადემიური გამომცემლობა LAP LAMBERT Academic Publishing House (12 თებერვალი, 2014 წ.). ენა: ინგლისური ISBN-10: 3659522384 ISBN-13: 978-3659522383 დააჭირეთ აქ რომ იხილოთ წიგნი Amazon-ზე |
წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია ეძღვნება ახალ იმუნოთერაპიულ და ანტიკარცენოგენულ სამკურნალო პრეპარატს GA-40–ს (მცენარეული წარმოშობის პეპტიდურ კომპლექსს). წიგნი შედგება ორ ძირითად ნაწილისაგან. წიგნის პირველი ნაწილი (მოკლედ GA–40–ის შესახებ) განკუთვნილია ფართო აუდიტორიისათვის და მასში მოკლე და მისაწვდომი დასკვნების სახით წარმოდგენილია წინაკლინიკური და კლინიკური კვლევების შედეგები. აქვე, კვლევების შედეგებისა და GA-40–ის მოქმედების მექანიზმების აღქმის გასაადვილებლად, გამოყენებულია ჰიპოთეტური სქემები. წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილი მასალა ხელმისაწვდომია მკითხველისათვის, რომელსაც არა აქვს სპეციალური მეცნიერული განათლება.
წიგნის მეორე მეორე ნაწილი (GA–40–ის მეცნიერული კვლევების მიმოხილვა) მკაცრად მეცნიერულია. მასში აღწერილია წინაკლინიკური და კლინიკური კვლევების შედეგები. ისინი შეიცავენ ინფორმაციას GA-40-ის უსაფრთხოების, მისი იმუნომოდულატორული, ანტიანგიოგენეზური, ანტიოქსიდანტური, ანტიკარცენოგენული, ანტიჰეპატიტური, ტუბერკულოზის, პროსტატიტის და დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედების შესახებ. ავტორი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში მცენარეული პეპტიდებს შეუძლიათ გახდნენ უსაფრთხო და მაღალეფექტური, სამკურნალო პრეპარატების ახალი თაობა. |