გამოყენების ინსტრუქცია
გა -40 წარმოადგენს პოლიპეპტიდების კომპლექსს, რომელიც მიღებულია ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მცენარეული ნედლეულიდან. ის არის ქრომატოგრაფიულად გაწმენდილი პოლიპეპტიდების სტანდარტიზირებული კომბინაცია. სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება გამჭვირვალე, უფერო სითხის ან ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად : შეფუთვაში 5 ფლაკონი,
1 ფლაკონში:
მცენარეული პოლიპეპტიდების კომპლექსი - 1 მგ
(პოლიპეპტიდების ქრომატოგრაფიულად გაწმენდილი სტანდარტიზებული კომბინაცია)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 45 მგ, კალიუმის დიჰიდროფოსფატი - 13.5 მგ, pH 7.4.
გამხსნელი: საინექციო წყალი - 5 მლ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი და იმუნომოდულატორი.
ათქ კლასიფიკაციის კოდი
LO3A; LO1C
ფარმაკოლოგიური თვისებები
წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდების თანახმად სამკურნალო პრეპარატი გა-40 ხასიათდება პირდაპირი ანტისიმსივნური და არაპირდაპირი, იმუნიტეტით განპირობებული ციტოტოქსიკური მოქმედებით სიმსივნური წარმონაქმნის უჯრედებზე.
ანტიკანცეროგენული აქტივობის მოქმედების მექანიზმი: წინაკლინიკური და კლინიკური გამოცდების შედეგების თანახმად გა-40 გამოირჩევა სელექტიური მოქმედებით. იგი მოქმედებს სიმსივნურ უჯრედებზე და არ გააჩნია უარყოფითი მოქმედება ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებზე. გა-40 ურთიერთქმედებს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე განლაგებულ ტრანსმემბრანულ DR–სიკვდილის რეცეპტორებთან, რაც აინდუცირებსბა სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურების სასიგნალო ინფორმაციის გადატანას უჯრედში, ანუ ირთვება აპოპტოზი (უჯრედების პროგრამირებული სიკვდილი), რომელსაც ხშირად მოიხსენებენ როგორც სუიციდს.
გა-40 ახდენს P53, P21 ფუნქციების ნორმალიზაციას და სიმსივნის გლუტათიონური სისტემის ბლოკირებას.
გა-40 იწვევს იმუნიტეტის ანტისიმსივნური სისტემების აქტივაციას. გა-40 ურთიერთქმედებს იმუნიტეტის მონონუკლეარული (მონოციტები, მაკროფაგები) უჯრედების ზედაპირზე განლაგებულ სპეციფიკურ ტრანსმემბრანულ რეცეპტორებთან, რის შედეგადაც ხდება მემბრანული ფოსფატიდილსერინის სტრუქტურული ცვლილება და სრულიად ახალი კლასის Ca–დამოუკიდებელი პროტეინკინაზის -Ca (PKC ε), Ca–დამოკიდებელი პროტეინკინაზების +Ca (PKC α,ү) და თიროზინული პროტეინკინაზების (TPK) გააქტიურება. აღნიშნული პროტეინკინაზული გზა იწვევს არააქტიური ტრანკრიფციული ფაქტორის (I-kB) აქტიურ ფორმაში გადაყვანას (NF-kB). ტრანკრიფციული ფაქტორის აქტიური ფორმა ახდენს სპეციფიკური გენების ექსპრესიას და სხვადასხვა ტიპის ციტოკინების, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის (TNF-α), ү-ინტეფერონის (INF-ү)) სინთეზს. გა-40-ის მოქმედების აღნიშნული მექანიზმი ასევე საფუძვლად უდევს იმუნიტეტის იმ უჯრედების აქტივაციას, რომლებსაც გააჩნიათ სიმსივნური უჯრედების განადგურების უნარი: ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (NK–უჯრედები), T-ციტოტოკსიკური უჯრედები, მაკროფაგები და ნეიტროფილები.
გა-40-ის ანტისიმსივნური მოქმედება განპირობებულია ასევე მისი ანტიანგიოგენეზური თვისებით, რომელსაც განაპირობებს სიმსივნური უჯრედების მიერ სისხლძარღვების ენდოთელიალური უჯრედების ზრდის ფაქტორის (VEGF) პროდუცირების ინჰიბირება. გა-40 ანტიანგიოგენეზური მოქმედების მექანიზმით აჩერებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას ანუ ნეოვასკულარიზაციას ავთვისებიან წარმონაქმნებში, მეტასტაზებში და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მეტასტაზების გავრცელაბას ორგანიზმში სისხლძარღვთა ცირკულატორული სისტემით.
გა-40 გააჩნია გამოკვეთილი ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული თვისებები, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ონკოავადმყოფების ტრადიციული მეთოდებით და პროფილაქტიკური მკურნალობის პერიოდში. იგი იწვევს უჯრედშიდა წყალბადის ზეჟანგის შემცველობის მნიშვნელოვან შემცირებას. მნიშვნელოვნად ამცირებს სეროტონინის, რძის მჟავის , პიროყურძნის მჟავის, შარდის მჟავის, ქსანტინის და წყალბადის ზეჟანგის შემცველობას. ზრდის ღვიძლში ჟანგბადის, ცილების, შეუცვლელი ამინომჟავების და ატფ-ის შემცველობას.
გა-40 წარმოადგენს იმუნომოდულატორს და მიეკუთვნება იმუნოკორექტორების ანუ იმუნოსარეაბილიტაციო ტიპის პრეპარატების კლასს. გა-40 აღადგენს იმუნიტეტის T და B უჯრედული სისტემების მაჩვენებლებს. გა-40-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად არ ხდება მის მიმართ ანტისხეულების წარმოქმნა, სისხლში აღინიშნება T-საერთო, T-აქტიური, T-ჰელპერების, T-ციტოტოქსიკური, T-სუპრესორების, ბუნებრივი მკვლელი უჯრედების (NK-უჯრედები), ლეიკოციტების, მაკროფაგების, თრომბოციტების, ეოზინოფილების, ბაზოფილების, ჩხირბირთვიანების, სეგმენტბირთვიანების, მონოციტების დარღვეული რაოდენობრივი მაჩვენებლების ნორმალიზაცია; აღადგენს სისხლში იმუნოგლობულინების შემცველობის მაჩვენებლებს; ამცირებს ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს).
გა-40 აღადგენს სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებით დარღვეულ სისხლის ბიოქიმიურ მაჩვენებლებს. კერძოდ, აღინიშნება საერთო ცილის, ალბუმინების, გლობულინების, მარკერული ფერმენტების–ალანინ-ამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატამინოტრასფერაზა(AST), გლუტამინეტრანსპეპტიდაზა, ტუტე ფოსფატაზა, აგრეთვე შარდოვანას, კრეატინინის, საერთო ბილირუბინის, თავისუფალი და დაკავშირებული ბილირუბინის, გლუკოზის შემცველობის მაჩვენებლების ნორმალიზაცია. გა-40-ით მკურნალობისას შეინიშნება კანცეროემბრიონული ანტიგენის (CEA), α -ფეტოპროტეინის (AFP), პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PCA) და სიმსივნის სხვა სპეციფიკური მარკერების მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს აგრეთვე სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმისა და სხვა იონების შემცველობაზე.
ჩვენებები
ავთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობის მიზნით :
- გა-40-ით მონოთერაპიული მკურნალობა რეკომენდირებულია - სისმსივნის განვითარების ადრეულ სტადიებზე.
- გა-40-ით მკურნალობა მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს აძლევს, ისეთ შორს წასული სიმსივნით დაავადებულ პაციენტებსაც კი, რომლებმაც ამოწურეს ყველა სტანდარტული მკურნალობის მეთოდები. გა-40 აკავებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, ხელს უწყობს სიმსივნის რეგრესიას და მეტასტაზების გაწოვას, ამცირებს ტკივილებს, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
- გა-40-ით მკურნალობა რეკომენდირებულია ქირურგიულ ჩარევამდე . ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის მომენტიდან 70 % შემთხვევაში ფარული მეტასტაზები უკვე გავრცელებია ორგანიზმში, თუმცა მათ განვითარებას თრგუნავს ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერა. ამავე დროს ონკოავდმყოფებში იმუნური სისტემის ანტისისიმსივნური რგოლები, სისმსივნური წარმონაქმნის ზემოქმედების შედეგად როგორც წესი დაქვეითებულია ან პრაქტიკულად უმოქმედოა. გა-40-ით მკურნალობა ქირურგიულ ჩარევამდე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მაჩვენებლების ნორმალიზაციას და არსებული ფარული მეტასტაზების გაწოვას, შესაბამისად ორგანიზმში არსებული ავთვისებიანი სიმსივნის პირველადი კერის ლოკალიზაციას.
- გა-40 მკურნალობა რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ოპერაციის შედეგად მიღებული სტრესი, განსკუთრებით პირველი 7 დღის პერიოდში, როგორც წესი იწვევს იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, რაც ზრდის ინფექციებისა და ახალი მეტასტაზების განვითარების რისკს. გა-40-ის გამოყენება ქირურგიული ჩარევის შემდგომ აღადგენს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ახალი მეტასტაზებისა და ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებას და განაპირობებს პოსტოპერაციული აღდგენითი პროცესების დაჩქარებას.
- გა-40 გამოყენება რეკომენდირებულია სხივურ და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში (თერაპიის წინ, პარალელურად და მის შემდგომ პერიოდში). ქიმიო- და სხივური თერაპიების ტოქსიკური მოქმედება ონკოავადმყოფების ორგანიზმზე ხშირ შემთხვევებში იწვევს მძიმე გართულებებს და მკურნალობის იძულებით გადავადებასა და ზოგჯერ შეწყვეტასაც კი. პრობლემას წარმოადგენს ასევე ქიმიოპრეპარატების მიმართ ავთვისებიანი უჯრედების საწყისი და მკურნალობის ფონზე განვითარებული რეზისტენტულობა, რის გამოც სიმსივნური უჯრედები მდგრადი ხდებიან სამკურნალო პრეპარატების მიმართ. ქიმიო- და სხივური თერაპიების გამოყენება იწვევს მუტაციებს ნორმალურ უჯრედებში და შესაბამისად ორგანიზმში იზრდება რისკი ახალი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნისა. გა-40-ის გამოყენება კომბინაციაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიო და სხივური თერაპიის ტოქსიკურ ზეგავლენას ორგანიზმზე და შესაბამისად იძლევა მომდევნო კურსების ჩატარების საშუალებას, ზრდის სიმსივნის ქიმიო- და სხივური მეთოდებით მკურნალობის ეფექტურობას და იცავს ორგანიზმს ახალი სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებისაგან.
- ლეიკოზების დროს : მწვავე და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია. ცალკე და კომპლექსური მკურნალობისას დამხმარე თერაპიის სახით. გა-40-ით ამ ტიპის დაავადების მკურნალობისას შეინიშნება სიმსივნური უჯრედების ნორმალურ უჯრედებად გარდაქმნა და აღინიშნება სისხლის ფორმიანი ელემენტების ფორმირების ჰემოპოეზური პროცესების გაუმჯობესება.
- კეთილთვისებიანი და სხვა წარმონაქმნების დროს : მასტიტები, ფიბრომა, მიომა, ადენომა, ცისტოზები და სხვ.
- ალერგიული დაავადებებისას: ბრონქიალური ასთმა და სხვა.
- ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს: ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ვირუსული (A,B,C) და ალკოგოლით გამოწვეული ჰეპატიტები, ციროზი, ტრიქომონადა, პროსტატიტი, ტუბერკულოზი და სხვა.
- პროფილაქტიკური არატოქსიკური მკურნალობის მიზნით: სიმსივნური დაავადებების მიმართ გენეტიკური მიდრეკილებისას, რომელიც მჭიდრო კავშირშია გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მიუხედავად წლოვანებისა, ყოველდღიურად ათასობით გადაგვარებული ანუ კიბოს უჯრედი წარმოიქმნება. ძლიერი იმუნური სისტემის ანტისიმსივნური რგოლები ამოიცნობენ ამ გადაგვარებულ უჯრედებს და იწვევენ მათ განადგურებას, აზღვევენ ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან. დარღვეული ან შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმში კი სიმსივნის განვითარების რისკი მაქსიმალურია. პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია გა-40 -ით მკურნალობის კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ, განსაკუთრებით 40-50 წლის ასაკის ზევით, რაც ამცირებს ონკოლოგიური და არასპეციფიკური დაავადებების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და სხვა ინფექციური დაავადებების მიმართ.
გა-40 ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად აუმჯობესებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების სტრუქტურულ-ფუნქციონალურ მაჩვენებლებს. ეს უზრუნველყოფს არა მარტო ძირითადი დაავადების მონოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობას და უსაფრთხოებას, არამედ კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან ან სხვა ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას განსაზღვრავს მკურნალობის მაღალ ეფექტურობას და გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებას.

დოზირების რეჟიმი
ინსტრუქციაში თქვენ გაეცნობით როგორ მოამზადოთ და მიიღოთ გა-40. გთხოვთ წაიკითხოთ ინსტრუქცია ყურადღებით და მის მიხედვით მოამზადოთ გა-40–ის საინექციო ხსნარი, შეარჩიოთ დოზა და გაიკეთოთ ინექცია.
ექიმი ნიშნავს გა-40-ის შესაბამის დოზას პაციენტის წონიდან გამომდინარე. გა-40-ის ერთი ინექციის დოზაა 100 მკგ ყოველ 50კგ სხეულის წონაზე, შესაბამისად 0.5 მლ/1-50 კგ სხეულის წონაზე; 1 მლ/ 50-100 კგ სხეულის წონაზე; 1.5 მლ/100-150 კგ სხეულის წონაზე. გა-40 შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში. სასურველია ინექციები გაკეთდეს დუნდულო კუნთზე ინსულინის შპრიცით სხეულის 100 კგ სხეულის წონაზე ქვევით და 2 გრამიანი შპრიცით სხეულის 100 კგ ზევით. მკურნალობის ერთი კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 20 დღეს, რეკომენდირებულია ინექციები გაკეთდეს ყოველდღიურად დილას და საღამოს, 12 საათიანი ინტერვალებით, 1 კურსი 40 ინექცია. მკურნალობა გრძელდება სიმსივნური ან სხვა დაავადებების სრულ რეგრესიამდე. ყველა შემთხვევაში იგი შედგება სულ მცირე 7 კურსისაგან, მათ შორის პაუზებით 10-14 დღე. პრევენციული და პროფილაქტიკური მკურნალობის მიზნით რეკომენდირებულია ინექციები გაკეთდეს ყოველდღიურად, დღეში ერთხელ. ამ შემთხვევაში მკურნლობის 1 კურსის ხანგძლივობა შეადგენს 20 დღეს და ინექციების რაოდენობა 20. პრევენციული ან პროფილილაქტიკის მიზნით მკურნალობის კურსი მეორდება 4-6 თვის შუალედებით.

გვერდითი მოვლენები
გა-40-ით მკურნალობისას უარყოფითი გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. გა-40 -ის ორგანიზმზე უსაფრთხო მოქმედების მიზნით შესწავლილია მწვავე ტოქსიკურობა, კუმულაცია, ქრონიკული ტოქსიკურობა, ქრონიკული ტოქსიკურობის სპეციფიკური ტიპები, რეპროდუქციული ტოქსიკურობა, ინტეგრალური მაჩვენებლები, ლოკალური გამღიზიანებელი მოქმედება, ბიოქიმიური მაჩვენებლები, კარდიოვასკულარული და რესპირატორული სისტემები, პერიფერიული სისხლის მაჩვენებლები, იმუნოტოკსიკურობა, ნორმალური ანტისხეულების წარმოქმნა, ალერგიული რეაქციები, მოქმედება კომპლემენტარულ სისტემაზე, გენერალური ანაფილაქსია, ზემგრძნობელური რეაქციები, ციტოგენური და მუტაგენური აქტივობები, შენელებული ტიპის ზემგრძნობელური რეაქციები, გავლენა Kon-A ინდუცირებულ ანთებით პროცესებზე და ორგანიზმის გენერაციულ ფუნქციებზე.
უკუჩვენებები
გა-40-ის უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
გა-40-ის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
მითითება „მოხსნის სინდრომის“ რისკის განვითარების შესახებ
პრეპარატს არ გააჩნია „მოხსნის სინდრომი“.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე ზეგავლენა
არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.
განსაკუთრებული მითითებები
გა-40-ით მკურნალობის დაწყების წინ და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა კოაგულოგრამის კონტროლი და ექიმის კონსულტაცია. დაუშვებელია მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება.
ჭარბი დოზირება
გა-40-ი 40-ჯერადი თერაპიული დოზის გამოყენების პირობებშიც კი, სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისათვის.
ტოქსიკოლოგიურმა, მაკრომორფოლოგიურმა, მიკრომორფოლოგიურმა, პათომორფოლოგიურმა, ფიზიოლოგიურმა, ბიოქიმიურმა, ჰისტოსტრუქტურულმა, პათოფიზიოლოგიურმა, იმუნოლოგიურმა და სხვა მეთოდებით გამოკვლევებმა აჩვენა რომ: გა-40-ის 40-ჯერადი თერაპიული დოზა არ იწვევს ლოკალურ ანთებას და ალერგიულ რეაქციებს; პათოლოგიურ ცვლილებებს პერიფერიული სისხლის ბიოქიმიურ, იმუნოლოგიურ და სხვა მაჩვენებლებში. არ ახდენს გავლენას ლიპიდებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. არ იწვევს მორფოლოგიურ და ჰისტოსტრუქტურულ ცვლილებებს ორგანოზმის გარეთა და შიდა ორგანოებში: გული, ღვიძლი, ელენთა, ნაწლავები, პანკრეასი, ცენტრალური ნერვული სისტემა (ქცევებზე) და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში; ასევე ორგანიზმის ტემპერატურისა და წნევის ცვლილებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მაცივარში 4-10 0 ტემპერატურაზე, სინათლის ზემოქმედებისაგან დაცულ პირობებში.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
გა-40 საინექციო ხსნარის მომზადება.
მოამზადეთ :
• გა-40-ის ფლაკონი ფხვნილით;
• გამხსნელის ამპულა (საინექციო წყალი);
• 5 მლ შპრიცი გრძელი ნემსით, რომელიც გამოიყენება ფლაკონში საინექციო წყლის შესაყვანად.
• 1 მლ ინსულინის შპრიცი (სხეულის 100კგ წონაზე ქვევით) ან 2 გრ შპრიცი (სხეულის 100 კგ წონაზე ზევით).
მოხსენით ფლაკონს ჩაჩის ნაჭდევი, ისე რომ არ დაარღვიოთ ჰერმეტულობა. გაწმინდეთ ფლაკონის თავი სუფთა სპირტიანი ბამბით. გახსენით 5 მლ-იანი შპრიცი, არ მიეკაროთ შპრიცის თავს. გახსენით გრძელი ნემსი და დაამაგრეთ შპრიცზე ისე, რომ ხელი არ მიაკაროთ ნემსს. გახსენით ამპულის თავი ფრთხილად ისე, რომ არ დაიღვაროს სითხე. შპრიცში ამოიღეთ 5 მლ საინექციო წყალი და იმავე შპრიცით შეიყვანეთ ფლაკონში, სადაც მოთავსებულია გა-40-ის ფხვნილი. ფრთხილად გადაატრიალეთ ფლაკონი რამოდენიმეჯერ, ფხვნილის სრულ გახსნამდე. გა-40 საინექციოდ მოამზადეთ პირველი ინექციის გაკეთების წინ. მომზადების შემდეგ ამოიღეთ წინასწარ განსაზღვრული პირველი საინექციო დოზა. ფლაკონში დარჩენილი გა-40-ის საინექციო ხსნარი დაუყოვნებლივ შეინახეთ მაცივარში 4-10 C 0 ტემპერატურაზე, შემდეგი ინექციის გაკეთებამდე.

Manufacturer
LTD, Alexis
Gotua2 , Tbilisi ,
Georgia.
LTD, Alexis
Gotua2 , Tbilisi ,
Georgia.